ჩვენს შესახებ
სარეკლამო წარმოება - საუკეთესო ფასი და სერვისი
ჩვენ ვართ თანამედროვე სარეკლამო - საწარმოო კომპანია, რომელიც ბაზარზე სრულ მომსახურებას სთავაზობს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესებს, ისე მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს. ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ ბრენდის ხილვადობის გაზრდაში, ეფექტური გარე თუ შიდა რეკლამის შექმნასა და უნიკალური ინტერიერის მოწყობაში.

რას ვასრულებთ საუკეთესოდ?
ჩვენი საწარმოო ხაზი აღჭურვილია უახლესი თაობის ფართოფორმატიანი, ეკო-მეგობრული და ულტრაიისფერი (UV) ბეჭდვის აპარატურით. ეს საშუალებას გვძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ სერვისების სრული სპექტრი:
-
საგამოფენო სტენდების დამზადება - ნებისმიერი სირთულის დიზაინის მქონე სტენდების აწყობა სავაჭრო და საგამოფენო მიზნებისთვის.
-
გარე რეკლამა და კონსტრუქციები: ნებისმიერი სირთულის სარეკლამო აბრები, მანათობელი ყუთები (ლაითბოქსები), მოცულობითი ასოები, საგზაო ნიშნები და ბანერები მყარი რკინის კარკასითა და პროფესიონალური მონტაჟით.
-
ფართოფორმატიანი და ციფრული ბეჭდვა: უმაღლესი რეზოლუციის სტიკერები კონტურული ჭრით, თვითწებვადი ვინილის ფირები ვიტრინებისა და ავტომობილების ბრენდირებისთვის.
-
პრემიუმ ბეჭდვა მყარ მასალებზე (UV ბეჭდვა): ინოვაციური პირდაპირი ბეჭდვა ორგანულ მინაზე (აკრილი), დიბონდზე (ალუმინის კომპოზიტი), ხესა და პევეხა (PVC) პლასტიკატზე.
-
ინტერიერის დეკორი: ინდივიდუალური დიზაინის ფოტოშპალერები საცხოვრებელი თუ კომერციული ფართებისთვის და ეკოლოგიურად სუფთა ტილოზე ბეჭდვა.