top of page
ორგმინაზე ბეჭდვა

ორგმინაზე ბეჭდვა

შესრულებული პროექტების გალერეა იხილეთ ქვემოთ

სერვისის აღწერა

ედ სფეისი გთავაზობთ ორგანულ მინაზე (აკრილზე) ბეჭდვისა და ფიგურული ჭრის სრულ სერვისს. ულტრაიისფერი (UV) ბეჭდვის თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, გამჭვირვალე ან ფერად ორგმინაზე გადავიტანოთ ნებისმიერი სირთულის, უმაღლესი რეზოლუციისა და ფოტოგრაფიული სიზუსტის მქონე გამოსახულება.

ჩვენი სერვისები მოიცავს:

  • საინფორმაციო დაფები, აბრები და ლოგოები ოფისებისთვის, მიმღებისა და კაბინეტებისთვის

  • პრემიუმ ხარისხის სარეკლამო დისპლეები, პრიზები, სასაჩუქრე და საფირმო აქსესუარები

  • ფოტოების და დეკორატიული პანელების ბეჭდვა ინტერიერის თანამედროვე დიზაინისთვის

ორგანულ მინაზე ბეჭდვა გამოირჩევა განსაკუთრებული სიპრიალით, სიღრმით და დახვეწილობით, ამასთანავე, ის მდგრადია ნესტისა და მზის სხივების მიმართ. შეუკვეთეთ ორგმინაზე ბეჭდვა ედ სფეისში და შესძინეთ თქვენს ბრენდს დამატებითი პრესტიჟი.

bottom of page