სერვისის აღწერა
ედ სფეისი გთავაზობთ ინტერიერის ინდივიდუალური ფოტოშპალერების ბეჭდვას ნებისმიერი ზომის, დიზაინისა და ტექსტურის ზედაპირისთვის. ჩვენი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ბეჭდვის ტექნოლოგია იდეალური გადაწყვეტაა როგორც საცხოვრებელი სახლებისა და საბავშვო ოთახებისთვის, ისე ოფისების, კაფეებისა და შოურუმების კორპორატიული ბრენდირებისთვის.
ჩვენი სერვისები მოიცავს:
ინდივიდუალური დიზაინის ფოტოშპალერების ბეჭდვა (მაღალი რეზოლუციითა და ცოცხალი ფერებით)
სხვადასხვა ტექსტურის მასალები: ქაღალდის, ფლიზელინის, ვინილისა და ტექსტილის ბაზაზე დამზადებული პრემიუმ შპალერები
ოფისებისა და კომერციული ფართების კედლების სრული გაფორმება ბრენდირებული გრაფიკითა და ლოგოებით
ჩვენ მიერ დაბეჭდილი შპალერი არის უსუნო, მდგრადია მზის სხივების მიმართ, არ კარგავს ფერს და ხასიათდება ხანგრძლივი გამძლეობით. შეუკვეთეთ სასურველი დიზაინის შპალერის ბეჭდვა ედ სფეისში და შეცვალეთ თქვენი ინტერიერი უმოკლეს ვადებში!


