სერვისის აღწერა
ედ სფეისი გთავაზობთ ბეჭდვას სხვადასხვა სისქის პევეხა (PVC) პლასტიკატზე. მაღალი სიზუსტის საწარმოო აპარატურა საშუალებას გვაძლევს, საღებავი მომენტალურად დავაფიქსიროთ პლასტიკატის ზედაპირზე, რაც უზრუნველყოფს იდეალურად მკაფიო კონტურებსა და ცოცხალ ფერებს.
ჩვენი სერვისები მოიცავს:
სარეკლამო, საინფორმაციო და მიმართულების დაფების დამზადება შიდა სივრცეებისა და გარე გამოყენებისთვის
საგამოფენო სტენდების, პოსტერებისა და მობილური კონსტრუქციების გაფორმება პევეხაზე ბეჭდვით
ფიგურული ჭრა და პლასტიკატის დამუშავება ნებისმიერი არასტანდარტული ფორმის საფირმო ნიშნებისა და პროდუქციის დისპლეებისთვის
პევეხაზე პირდაპირი UV ბეჭ დვა გამოირჩევა მაღალი გამძლეობით: ნაბეჭდი არ იდღაბნება, მდგრადია ნესტისა და მზის სხივების მიმართ, თავად მასალა კი არის მსუბუქი და მარტივად დასამონტაჟებელი. შეუკვეთეთ პევეხაზე ბეჭდვა ედ სფეისში და მიიღეთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მოკლე ვადებში!
