სერვისის აღწერა
ედ სფეისი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის თვითწებვადი ფირებისა (სტიკერების) და ვინილის ბეჭდვასა და პროფესიონალურ მონტაჟს. ჩვენი თანამედროვე აპარატურა და პრემიუმ კლასის მასალები უზრუნველყოფს ფერების მაქსიმალურ სიმკვეთრეს, გამოსახულების მაღალ რეზოლუციას და ხანგრძლივ გამძლეობას.
ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს:
პრიალა და მქრქალი/მატოვი ვინილის ფირები ვიტრინების, კედლებისა და საინფორმაციო დაფების სრული ბრენდირებისთვის.
ავტომობილების შესაფუთი სპეციალური ვინილი (ტრანსპორტის ეფექტური და უსაფრთხო ბრენდირებისთვის.
დამცავი ლამინაცია: ნაბეჭდი ფირების დაფარვა სპეციალური ულტრაიისფერი (UV) დამცავი შრით, რაც იცავს რეკლამას გახუნებისა და ნაკაწრებისგან.
ჩვენი ვინილის ფირები იდეალურად ეკვრის მეტალს, მინას, პლასტიკატსა თუ სხვა მასალებს, არის ნესტგამძლე და უძლებს მკაცრ კლიმატურ პირობებს. შეუკვეთეთ ვინილზე ბეჭდვა ედ სფეისში და მიიღეთ სრულყოფილი ვიზუალური შედეგი!

